სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ დელეგატებზე - იმ ოლქებში, რომლის წარმომადგენლები ეს ადამიანები არიან, ვინმე უკეთესად ცხოვრობს? 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? - არა, ხალხი უფრო გაღარიბდა - „ოცნებას“ მაჟორიტარი დელეგატებიც ვერ უშველის

„ქართულ ოცნებას“ ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მასშტაბით და თბილისში დელეგატების წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ერთიანობა” კანონის დარღვევას არ აპირებს და შესაბამისად, ისინი დელეგატების დანიშვნას არ აპირებენ.

“საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ “ერთიანობა” კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები, ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის “ქართული ოცნება”.

ამ ე.წ. დელეგატების დიდი ნაწილი არის მოქმედი მაჟორიტარები. იმ ოლქებში, რეგიონებში, შევადაროთ და ვნახოთ ვინმე უკეთესად ცხოვრობს? რომელიმე ადამიანის ამ რეგიონში, რომლის წარმომადგენლები ისინი არიან 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? - არა, ხალხი უფრო გაღარიბდა. სამაგიეროდ, ვნახოთ ამ მაჟორიტარების - “ქართული ოცნების” ფინანსური მდგომარეობა. ისედაც მდიდრები 10-ჯერ უფრო გამდიდრდნენ. ის ოლქები, რეგიონები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, იქ ადამიანები გაღარიბდნენ, ან მოსახლეობაც განახევრდა, იმიტომ, რომ ქვეყნიდან გარბიან. ამიტომ “ქართულ ოცნებას” ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს რეგიონებსა და კონკრეტულად თბილისში დელეგატები წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!