ოთარ შამუგია აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამუშაო ჯგუფის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.

მათივე ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა აგროქულების ბარათებზე დარიცხვას ითვალისწინებს, რომელთა განაღდება ფერმერებს სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში 31 აგვისტომდე შეუძლიათ. სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამის ფარგლებში, აგროქულებით შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის სისტემურ აღრიცხვას სპეციალური პროგრამის საშუალებით ახორციელებს.

„თხილის წარმოების ხელშეწყობის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, მათ შორის იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, მეთხილე ფერმერებისათვის აგროქულების დარიცხვა. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის განათლების კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფერმერებს აგროკონსულტაციები გაეწიათ“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ თხილის ბაღებში აგროვადების გათვალისწინებით ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაქირავებულმა აგროკონსულტანტებმა 600-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს. სპეციალისტებმა ფერმერებს დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს.

„სამუშაო შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს გაზრდილია თხილის მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!