ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკვალიფიკაციო მოთხოვნა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორიაა.

„დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. (მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ. #29; ტელეფონი: 577 561056)

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, ისინი ასევე, გადამზადებასა და ტესტირებას გაივლიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.