„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები წინასაარჩევნო შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობენ.

"ძლიერი საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში ადგილობრივების უმეტესობა პროდუქტებზე მომატებული ფასების გამო წუხს. ხალხი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას და დასაქმებას ითხოვს.

„ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქ არის დაგროვილი. ეს პრობლემები არის დაკავშირებული წყლის მიწოდებასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, დაბალ დასაქმებასთან. "ძლიერი საქართველო" როგორც კი ხელისუფლებაში მოვა, ამ პრობლემების გადაჭრას მეორე დღიდანვე დაიწყებს. ჩვენ შევძლებთ რომ ვაგრძნობინოთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს რეგიონებში, მათ შორის აქ, მარნეულში, რას ნიშნავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს თავის თანამოქალაქეებზე", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

„ჩვენი ამოცანაა ის ისტორია, რომ ძლიერი საქართველო არის რეალური ალტერნატივა ქართული ოცნების აი ეს ამბავი ჩავიტანოთ ყველა კუთხეში, ყველა წერტილში. მარნეული წესით უმდიდრესი რეგიონი უნდა იყოს, აქ ცხოვრობს ძალიან მშრომელი ხალხი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძლიერ საქართველოში, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლოს იცხოვროს კეთილდღეობაში! - განაცხადა ,,ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა