პეტრე ცისკარიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სასამართლოში შეტანილ სარჩელზე - პოზიტიურ მოლოდინი არ გვაქვს, ეს იქნება ტესტი იმისა, რამხელა წნეხშია მოქცეული, საკონსტიტუციო სასამართლო

ჩვენც არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და სასამართლოს არცერთი ინსტანციის მიმართ რაიმე ნდობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესის გამო, იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ნიღაბი რომ ჩამოვხსნათ და მათი ზრახვები გამოვააშკარაოთ, სარჩელი ჩვენც შევიტანეთ და ველოდებით გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოურ გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დაიწყება.

მისი თქმით, რამდენიმე დღის ვადაში გამოჩნდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფალია, თუ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.

ცისკარიშვილის განცხადებით, ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან დიდი ტესტი და გამოცდაა.

„ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია, სამართალდამცველები და მთლიანად მართლმსაჯულება არის ერთი კაცის და ერთი პარტიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, პოზიტიურ მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ტესტი იმისა, თუ რამხელა წნეხში არის მოქცეული, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო იმიტომ, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ყველა უწყება უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ბოლო პერიოდში, რაც გააკეთეს და მითუმეტეს რუსული კანონის მიღების ფონზე, მათ ევროპის საწინააღმდეგოდ კურსი პირდაპირ ჩრდილოეთისკენ, რუსეთის საამებლად აიღეს. აქედან გამომდინარე, ბევრიც არაფერია განსახილველი, ყველაფერი ძალიან მარტივია და ზედაპირზეა, მარტივად შეიძლება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. დაველოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო განსჯის და დასკვნის მერე შეგვეძლება გავაკეთოთ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცხადებები“, - განაცხადა ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსთან“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე