ისრაელის პრეზიდენტი - გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

„გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, - წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში.

მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, - წერს ისრაელის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის