მთავრობა შვეიცარიაში და დიდ ბრიტანეთში ელჩებს, ასევე ნატო-ში და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს თანამდებობებიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც შვეიცარიის კონფედერაციაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლებს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.

განკარგულება 26 აგვისტოთი თარიღდება და მასზე ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდეს;

ვიქტორ დოლიძე ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას 2024 წლის 21 სექტემბერს დატოვებს;

რევაზ ლომინაძე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს დატოვებს;

ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან 1-ელ ოქტომბერს გათავისუფლდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩებისა და წარმომადგენლების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვა გახდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი