ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი კურსკის ოლქში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი კურსკის ოლქში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ქალაქ კურჩატოვში ჩავიდა, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გროსიმ გუშინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად გაზრდილი სამხედრო აქტივობების ფონზე, სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა