მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ - სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება - რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები „ყალბი და მავნეა“.

როგორც „თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველაფერი ეს მათი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.

„ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიურო მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე.

„ქართული ოცნების“ თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მცდელობა ჩვენი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის.

ჩვენი მოძრაობა შედგება საზოგადოების ცნობილი წევრებისგან - ისინი არიან ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.

ეს ადამიანები სარგებლობენ მაღალი სანდოობით საზოგადოებაში და იბრძვიან, რომ ქვეყნის კურსი ზედმიწევნით იყოს თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩვენს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არის მხოლოდ შეტევა ჩვენს მოძრაობაზე, არამედ იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ.

სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს პოლიტიკურ სფეროში ახალი და სანდო ლიდერების გამოჩენა. მათ ეშინიათ იმ გამოწვევის, რომელსაც ჩვენ ვუქმნით მათ სტატუს კვოს. ბიძინა ივანიშვილის პარტიის სასოწარკვეთა აშკარაა. მათ ეშინიათ სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების.

საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ მცდელობას გააჩუმოს და ჩაახშოს განსხვავებული აზრი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიის, თავისუფლების და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი-საქართველოს“ თავმჯდომარეს ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს, ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა.

როგორც ანტიკორუფციულმა ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი იკვეთება, ისინი პოლიტიკურ პარტიას არ არეგისტრირებენ და პოლიტიკურ საქმიანობას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებენ. შესაბამისად, კუპრაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო