დიდი ბრიტანეთის პრემიერი - რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, - ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერთ. ახალი ან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. აშკარა მიზეზების გამო, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ტაქტიკური საკითხების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებები არ მიღებულა“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება და ამ მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა