მამუკა ხაზარაძე - აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან

აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, აჭარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთში მიჰყავს.

„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ თითოეულ ადამიანთან და სოფლამდე მივიდეთ, საზოგადოებას ავუხსნათ იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ქვეყანას ელოდება. აუცილებელია რუსული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ინტეგრაცია და მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამავე დროს, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის პროცესის დაწყებასთან, ანაკლიის პორტის აშენებასთან, სამუშაო ადგილების შექმნასთან, მაღალ ანაზღაურებასა და 1000-ლარიან პენსიებთან დაკავშირებით გვინდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია. მინდა მათ ვუთხრა, რომ რუსულ ხელისუფლებას ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ქვეყნიდან ადამიანები ემიგრაციაში არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ საქართველოში და ქვეყანა უნდა შენდებოდეს, ერთად გავისტუმროთ „ რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს