გივი მიქანაძე - ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის - ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ

ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას “ფერად რევოლუციასთან” დაკავშირებით და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკა საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას აპირებს მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

გივი მიქანაძის თქმით, რა განცხადებები გაკეთდა, ამას აქვს ნაკლები მნიშვნელობა იმასთან შედარებით, რეალობა რა არის.

„ვნახეთ, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნა არჩეული, საქართველოში რევოლუციის მოხდენის არაერთი მცდელობა იყო. პირველი ასეთი მცდელობა ძალიან კარგად გახსოვთ, როდესაც “სამართლიანმა არჩევნებმა” ექვსი კვირის განმავლობაში, არჩევნების რეალური მონაცემები, წინასწარი შედეგების თაობაზე, არ გაამჟღავნა. ოპოზიციას ამან საშუალება მისცა, რომ საერთაშორისო არენაზე გარკვეული მხარდაჭერა მოეპოვებინა და აქ ეწარმოებინა მიტინგები, მოთხოვნები და ა.შ. და ეს სცენარი გვახსოვს, როგორ მთავრდება. შემდეგი მცდელობა იყო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა და დააბრუნეს, კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში; ის ქართველ ამომრჩეველს უნდა გამოცხადებოდა არჩევნების დღეს, როგორც კი უბნები დაიხურებოდა, პარლამენტის წინ. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული მუშაობით ეს სცენარი აღიკვეთა. ასევე, ფაქტი და ესეც არ გამოვრიცხოთ - 2022 წელს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, მაშინაც გახსოვთ რევოლუციური სცენარი. ამაშიც არასამთავრობო სექტორი აქტიურად იყო ჩართული. ისინი აქტიურად ითხოვდნენ მთავრობის გადგომას, ვადამდელ არჩევნებს, ტექნიკური მთავრობის ფორმირებას და ა.შ. და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ყოფილიყო ჩართული. ამიტომ ეს პროცესები მუდმივად ხორციელდება იმიტომ, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, საზოგადოების ნდობა არ აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ ერთადერთი გზა აქვთ, რომ რევოლუციური სცენარების განხორციელებას შეუწყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ იმიტომ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ 12 წელია ახორციელებს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათი მხრიდან მსგავსი მოქმედებების მცდელობა კიდევ იყოს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს