იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 233-მა ორგანიზაციამ გაიარა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, ამ დროისთვის, რეგისტრაცია 233-მა ორგანიზაციამ გაიარა.

აღნიშნული ინფორმაცია მან საკონსტიტუციო სასამართლოში გააჟღერა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში 30 000-მდე ორგანიზაცია არსებობს.

„ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული, რეგისტრაციისთვის. კიდევ არის დრო. დღეის მდგომარეობით, 30 000-მდე ორგანიზაციაა ქვეყანაში, თუმცა აქ შედის სახელმწიფო ა(ა)იპი-ები, ფედერაციები და ასე შემდეგ. დასათვლელია ე.წ. მკვდარი ორგანიზაციები, რომლებსაც ბრუნვა არ უფიქსირდებათ. კონსულტაციებთან და დეკლარაციების გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი ძალიან მოწადინებულია, რომ ხალხს დაეხმაროს. ჩვენი ვალია, მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ აღასრულონ კანონი და ამ კანონის შესრულებაში ხელი შევუწყოთ...

შესაძლებელია ძალიან ცოტა იყოს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელზეც ეს კანონი შეიძლება გავრცელდეს. ჩვენ 122 მოსარჩელე და 233 განმცხადებელი ორგანიზაცია გვყავს. 30 000 ა(ა)იპ-ია საქართველოში, რომელთა რეგისტრაცია 90-იანი წლებიდან იწყება. ძალიან ბევრი ორგანიზაცია პასიურია. რომელია სახელმწიფო, რომელია ფედერაცია, ეს არ არის გამოხშირული. თუმცა, ასევე 50-მდე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ მე ვექცევი ამ კანონის ქვეშ, მაგრამ მე არ დავრეგისტრირდები", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.“, - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა