ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრების აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინასების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შეუძლიათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინანსების ოდენობა წლიური გადასახადის 50 %-ს შეადგენს.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

სტუდენტის პირადობის მოწმობა;

სტუდენტის დაბადების მოწმობა;

ვეტერანის მოწმობა;

ვეტერანის პირადობის მოწმობა;

ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელშიც აღნიშნულია:

საგანმანათლებლო პროგრამა, სემესტრი;

სწავლის წლიური გადასახადის ოდენობა;

სარგებლობს თუ არა სტუდენტი სახელმწიფო გრანტით, ან სხვა სახის დაფინანსებით;

გადახდილი თანხის ოდენობა;

დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა;

ანგარიშ-ფაქტურა (‘’ინვოისი’’) უმაღლესი სასწავლებლიდან.

აქვე გაუწყებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინანსების ოდენობა წლიური გადასახადის 50 %-ს შეადგენს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გისურვებთ წარმატებებს!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა