არმაზ ახვლედიანი - ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია.

მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ჯიბის კონსტიტუციად გადააქცია. ახლა საკონსტიტუციოს მოსამართლეებს უნიკალური შანსი აქვთ, რომ ერთგულნი დარჩნენ საქართველოს კონსტიტუციის, სამართლიანობის, ევროპული და ეროვნული არჩევანის და ბოლოს და ბოლოს საკუთარი სინდისის. ყველა შემთხვევაში იცოდნენ მოსამართლეებმაც და „რუსული კანონის“ ავტორებმაც, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა 26 ოქტომბერს დაასრულოს, ეს აღვირახსნილი უკანონობა, წერტილი დაუსვას იმას, რომ კონსტიტუცია იყოს ჯიბის კონსტიტუცია. ეს დასრულდება 26 ოქტომბერს ჩვენი ერთიანობით და დაიწყება ახალი ეროვნული, ევროპული განვითარება საქართველოსთვის, სადაც სიღატაკე იზოლაციონიზმის გამო აღარ იქნება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება