გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ზურაბაშვილი აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა

მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გია ფარადაშვილის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული აღიარებს, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილ სამყოფლის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს.

„მან განმარტა, რომ ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა. ამის შემდგომ განახორციელა ეს ქმედება.

მიმალვის შემდეგ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა“, - აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულის ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა.

„მასთანაც ღალატობდა. ამას განმარტავს. მან ასეთი პოზიცია გააჟღერა“,- აღნიშნავს ადვოკატი.

ადვოკატ გია ფარადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაცვის მხარეს ალტერნატიული შუამდგომლობა არ ჰქონია.

„შესაბამისად, დაველოდებით წინა სასამართლოს სხდომას და შემდგომ ეტაპებზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე