ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, როგორც ინდივიდუალურად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ასევე კარიბის ქვეყნების ორგანიზაციასთან და სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა საქართველოსთვის გლობალური პარტნიორობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპაციის საკითხსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მინისტრმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რასაც, პოლიტიკური ასპექტის გარდა, განსაკუთრებული ჰუმანიტარული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მინისტრმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ჩართულობის და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე. აღინიშნა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწევები კარგი მმართველობის, სახელმწიფო სერვისების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და სხვა მრავალი მიმართულებით. გამოიხატა სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების მზაობა. მინისტრმა კოლეგებს გააცნო საქართველოს გაზრდილი როლი გლობალურ ენერგეტიკულ და სატრანზიტო მარშრუტებში და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით ხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოწვევით, თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების - გრენადის, სენტ-ვინსენტის და გრენადინების, სენტ-კიტსის და ნევისის, სენტ-ლუსიის, ანტიგუა და ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან