თენგიზ შარმანაშვილი - გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა საია-ს ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ - უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოსწინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, აღნიშნულ თემაზე საუბრობენ.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ ქართველი მეომრები უცხოური გრანტის სანაცვლოდ გაყიდა და ამ საქმეში „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც იყო ჩართული.

მისივე თქმით, მიუღებელია ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დამბრალებლები სხვას რომ რაიმე რუსულზე დაელაპარაკებიან.

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული. ბურჯანაძემ, იმ მტკიცებულებებიდან ეს მომდინარეობდაო! ანა ნაცვლიშვილიც ჩართული იყო ამ საქმეში, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები. ესენი ვინმეს რამე რუსულზე რომ დაელაპარაკებიან, არ უნდა გადაირიო კაცი?“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი