თენგიზ შარმანაშვილი - გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა საია-ს ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ - უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები

გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოსწინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან ერთ-ერთ ეპიზოდს აქვეყნებს, სადაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი სასამართლოში, გიორგი ბურჯანაძე, აღნიშნულ თემაზე საუბრობენ.

როგორც შარმანაშვილი აცხადებს, „საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ ქართველი მეომრები უცხოური გრანტის სანაცვლოდ გაყიდა და ამ საქმეში „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილიც იყო ჩართული.

მისივე თქმით, მიუღებელია ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დამბრალებლები სხვას რომ რაიმე რუსულზე დაელაპარაკებიან.

„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ გაამართლა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქმედება, რომელმაც საჩივარი შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შემდეგ და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული. ბურჯანაძემ, იმ მტკიცებულებებიდან ეს მომდინარეობდაო! ანა ნაცვლიშვილიც ჩართული იყო ამ საქმეში, უცხოური გრანტის გულისთვის ორ შაურად გაწირა საია-მ გმირი მეომრები. ესენი ვინმეს რამე რუსულზე რომ დაელაპარაკებიან, არ უნდა გადაირიო კაცი?“ - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა უკვე ორი დღეა მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები