პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილ  ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით, ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ.

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებულ პროექტს, 2 სექტემბრის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გაიმართება.

"პენიტენციურ კოდექსს" ახალი ნორმა ემატება, რომლის გათვალისწინებით, ტერორიზმში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისთვის ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის, ასევე მიმოწერის და სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა იგეგმება.

კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, "სისხლის სამართლის კოდექსის" XXXVII თავით (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ) და XXXVIII თავით (ტერორიზმი) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის, სატელეფონო საუბრის, ხანმოკლე პაემნის, ხანგრძლივი პაემნის, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. მსჯავრდებულს ასევე შეიძლება შეეზღუდოს ვიდეოპაემნის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. ქალ მსჯავრდებულს აღნიშნული უფლებების გარდა, ასევე შეიძლება საოჯახო პაემნის უფლება შეეზღუდოს.

აღნიშნული უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი მიიღებს. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა თავის გადაწყვეტილებაში ინფორმაცია იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს.

შესაბამისი მუხლებით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს უფლებები შეიძლება სამი თვემდე ვადით შეეზღუდოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, შეზღუდვა უქმდება.

ამასთან, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უფლებების შეზღუდვის ვადის გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს - პროექტის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება უფლებები იმდენჯერ შეზღუდოს, რამდენჯერაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იარსებებს. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლებები თითოეულ ჯერზე შეიძლება სამ-თვემდე ვადით შეიზღუდოს.

კანონპროექტით ასევე დადგენილია უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ ის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც ბრალდებულსა თუ მსჯავრდებულს უფლებები შეეზღუდა. პროექტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულის, მსჯავრდებულის უფლებების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საკითხები მოწესრიგებულია იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლებების შეზღუდვა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი, მაგრამ "არ არის დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლებების შეზღუდვის საჭიროება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნიდან შეიძლება გამომდინარეობდეს".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - ალექსანდრე ტაბატაძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე დალაქიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ქეთევან ჩარკვიანი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა