გიორგი ბარამიძე - სააკაშვილი ციხეში ზის, რადგან პუტინმა ასე ისურვა, ივანიშვილს მისცა დავალება, ჯიბის სასამართლო კი ასამართლებს - მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალება არა მისი უფლება, არამედ ვალდებულებაა

მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის იმიტომ, რომ პუტინმა ასე ისურვა. დავალება მისცა ივანიშვილს, საბრალდებო დასკვნა „ეფესბესა“ და რუსეთის გაცხადებულმა აგენტმა ფარცხალაძემ დაწერა, ივანიშვილის ჯიბის სასამართლო კი მას ასამართლებს - არ შეიძლება ევროპული სტანდარტის სახელმწიფოში პოლიტპატიმრები არსებობდნენ,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ბარამიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს „მისი არა უფლება, არამედ მოვალეობაა“.

„გრძელდება საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები და ყველამ ვიცით, რომ ის პუტინს შეეწინააღმდეგა და საქართველო არ დაუთმო.... ყველაფერი გააკეთა, რომ სახელმწიფოებრიობა გადაერჩინა. ის დღეს ციხეში ზის იმიტომ, რომ პუტინმა ასე ისურვა, დავალება მისცა ივანიშვილის, საბრალდებო დასკვნა “ფე ეს ბესა” და რუსეთის გაცხადებულმა აგენტმა ფარცხალაძემ დაწერა, ივანიშვილის ჯიბის სასამართლო კი მას ასამართლებს. ეს გაუგონარი სირცხვილია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის, მითუმეტეს, ქართული სახელმწიფოსთვის, რომლის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია მიხეილ სააკაშვილი.

მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა აკისრია და გავახსენო მას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების შეწყალება არამარტო მისი უფლებაა, არამედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ევროპული ყაიდის სახელმწიფო უნდა იხილოს. სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია საქართველოს კონსტიტუციიდან და დაკისრებული მოვალეობებიდან გამომიდინარე პროცესები ისე წაიყვანოს, რომ როგორც თვითონ საუბრობს. ეს მისი მოვალეობაა და არა უბრალოდ უფლება.

თითოეულმა ჩვენგანმა რაც გევალება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ვალმოხდილი ვიყოთ სახელმწიფოს წინაშე. როდესაც მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ მივმართავთ, რომ ის შემქმნელია ქართული ქარტიისა, რომელსაც „ერთიანობა -ნაციონალურმა“ მოძრაობამ ხელი მოაწერა. არ შეიძლება ევროპული სტანდარტის სახელმწიფოში პოლიტპატიმრები იყვნენ,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს