ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ - კონფერენცია ღიაა ყველასთვის, მათ თუ ექნებოდათ სურვილო, შეეძლოთ თავადვე დარეგისტრირებულიყვნენ - გამზადებული მოსაწვევი რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან ვერანაირად ექნებოდა

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე 2-დღიან კონფერენციაზე „ქართული ოცნების" წევრები მოწვეული არ ყოფილან და აღნიშნავს, რომ "რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მათი მხრიდან გამზადებული მოსაწვევი ვერანაირად ექნებოდა". ამის შესახებ მან „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

მისივე თქმით, კონფერენცია ღიაა და თუკი ხელისუფლების წარმომადგენლებს დასწრების სურვილი ექნებოდათ, შეეძლოთ თავად დარეგისტრირებულიყვნენ.

„ბოლო 2 წელიწადია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება გვიცხადებს ბოიკოტს და ამბობს, რომ ჩვენ ვართ "გლობალური ომის პარტიის" წევრები შეკრებილები, რომლებსაც არ გვინდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო და საქართველოს ჰქონოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველო ყოფილიყო ნატოს ასპირანტი ქვეყანა“, - განაცხადა ევგენიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმიტომ არ არიან, რომ „მათ აირჩიეს ყოფილიყვნენ პუტინის რეჟიმის და რუსული ხელისუფლების მომხრეები და მათი ზეგავლენის და მათი ნება-სურვილის გამტარებელი ამ ქვეყანაში“.

„ამიტომ, მათი ადგილი აქ, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა. ამიტომ ჩვენ ისინი არ დაგვიპატიჟებია. კონფერენცია ღია არის ყველასთვის, მათ თუ ექნებოდათ ამის სურვილო, შეეძლოთ თავადვე დარეგისტრირებულიყვნენ. გამზადებული მოსაწვევი რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან ვერანაირად ექნებოდა," - განაცხადა ევგენიძემ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება