ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

„ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება - 8 დაზარალებულის მიმართ 11 ეპიზოდი), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი ურთიერთობის იძულება), 139-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნისთვის სქესობრივი ურთიერთობის იძულება - ორი ეპიზოდი), 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს