კობა კობალაძემ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _ TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და უწყების ხელმძღვანელთან გამომშვიდობება იყო, რადგან თუბა ოზუთოკმა, TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობა დაასრულა. სტუმარმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი და გამორჩეული პასუხისმგებლობა იყო TIKA-ს მიერ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განხორციელებული პროექტები, რადგან ისინი, იმ დამსახურებული და ქვეყნის ერთგული ადამიანების თანადგომისთვის ხორციელდებოდა, რომლებიც სამშობლოს ერთგულად ემსახურნენ და დღესაც მზად არიან ამისთვის.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერისთვის და იმ წარმატებული პროექტებისთვის, რაც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის დაწყების დღიდან განახორციელა სამსახურის ბენეფიციართა თანადგომისთვის და მომავალში ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს განუცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან TIKA-ს, წლების განმავლობაში, სამაგალითო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს რაც, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და არა ერთი, ერთობლივი პროექტი განხორციელდება საქართველოს ვეტერანთა მხარდასაჭერად.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, მუჰამედ ემრე ეზბერი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ფაჩულია.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის