პროკურატურამ ქარელში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წაუყენა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობას, რომელსაც ძმებმა ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ძმები, თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი კისერზე ხელის მოჭერით გაგუდეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 2 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის