ლაშა ბაქრაძე - ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, შიმშილს ან ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

ლაშა ბაქრაძის თქმით, არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, მეტ სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი დღეს - კეთილდღეობა ევროპასთან ერთად, ან იზოლაციაში ყოფნა. ამისი სრული გარანტია გვაქვს, რომ იზოლაციაში იქნება ეს ხელისუფლება, რადგან არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო ამ ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებს.

ამიტომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, მე ვიტყოდი შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის.

ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით.

ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს