ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული  შეურაცხადია - 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა, ის მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის

გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული 26 წლის რეზი გამხიტაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეურაცხადია. შესაბამისად, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

გამხიტაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სრულ გამოჯანმრთელებამდე გაივლის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გამხიტაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, მის ქმედებას ვერ აცნობიერებდა.

„ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა თავის ქმედებას. საქმეში ჩართვის დროსვე მქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის შეურაცხადობას დაადგენდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირს კი ციხეში მრავალი წლით გაშვების ნაცვლად, განკურნება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარემაც ყველაფერი გააკეთა, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. იმედი მაქვს, რომ გამხიტაშვილის მიმართ ეფექტური მკურნალობა ჩატარდება და ის მალე გამოჯანმრთელდება.

ბრალდებულის ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”, - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, მკვლელობა გლდანში, მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 50 წლის გელა გამხიტაშვილი შვილმა, 26 წლის რეზი გამხიტაშვილმა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამხიტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს