ნინო ლაცაბიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსთავში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, ქალაქის მერმა მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ, მელინე არაკელიანს, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, პროექტები და ქალაქის განვითარების ახალი ხედვა გააცნო.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, ვისაუბრეთ ქალაქის განვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩს გავაცანით რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური რეფორმები, რომელიც დღეს ქალაქში მერიის გუნდის მიერ ხორციელდება”, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტებიც გააცნო. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა ჭალის ტყის განვითარების გეგმაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ მელინე არაკელიანს, რუსთავის ახალი მედიათეკა დაათვალიერებინა, რომელიც ბიბლიოთეკების რეფორმის შედეგად შეიქმნა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე