ლინას ლინკევიჩუსი - „ქართული ოცნების“ ქმედებებზე კითხვა „რატომ“, ჩემთვის პასუხგასაცემია, თუ საქმე ფულს ეხება, საკმარისი ფული აქვთ - დამატებითი ფული?! - ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და ის არ იყო პრორუსი, ის არის პრობიძინისტი

ივანიშვილს შევხვდი რამდენჯერმე, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე და ჩემი შეგრძნებით, ის არ იყო პრორუსი, ჩემი შეგრძნება იყო, რომ ის არის პრობიძინისტი, მაგრამ, ამავდროულად, მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს პატრიოტია. უნდა იყოს. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია,- ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა ლინას ლინკევიჩუსმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამის მიუხედავად, ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და არაფერი აქვს საერთო ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან.

„ის, რასაც ახლა პარტია აკეთებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, სტრატეგიას. კითხვა, „რატომ“, ჩემთვის ძალიან რთულად პასუხგასაცემია. არ მაქვს არავითარი ლოგიკა. თუ საქმე ფულს ეხება, ამ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, საკმარისი ფული აქვთ. დამატებითი ფული?! ცხადია, ფული საკმარისი არასდროს არ არის, თუმცა არ მგონია, ეს განხილვის საგანი იყოს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად გარდამტეხი მომენტია, გარდამტეხი წელია - ამაში ვეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან და ამ წელს სწორედ ასე აფასებენ. ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებს, ექნებათ მობილიზების შესაძლებლობა ამ ძალიან გადამწყვეტ ბრძოლაში დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

კითხვას, მიღებული საკამათო კანონმდებლობების მიუხედავად, როგორ შეიძლება ვითარების შემობრუნება, ლინკევიჩუსმა ორი სიტყვით უპასუხა - „შეცვალეთ კანონმდებლობა!“

„შეცვალეთ კანონმდებლობა! ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, როდესაც ჩვენ ვახდენდით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, დამიჯერეთ, რომ დასავლეთის მხრიდან მაშინაც არ იყო დიდი ენთუზიაზმი. რამდენიმე წლის განმავლობაში მე პირადად ვიყავი ნატო-ში და მახსოვს როგორ მეუბნებოდნენ მომავალი მოკავშირეები: „თქვენ არასდროს იქნებით წევრები“. ეს ძალიან ბევრჯერ ითქვა და ამ პირობებში, მოტივაციის შენარჩუნება ძალიან რთული იყო ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ ვცდილობდით მივყოლოდით ჩვენი მომავალი მოკავშირეების რჩევას და თუ მომავალი მოკავშირეები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა გაგვეტარებინა გარკვეული რეფორმები, ჩვენ ვახდენდით ამ რეფორმების იმპლემენტაციას, რადგან გვსურდა კლუბს მივერთებოდით. საქართველო ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. ბევრი მეგობარი ეუბნება მას: ეს არ გააკეთო ! არ მიიღო უცხოური აგენტების შესახებ კანონი! არა, ეს მაინც გაკეთდა ყველაფრის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს სიგნალია, რომ ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ სურს ევროპისკენ სვლა. არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს. მე უბრალოდ გთავაზობთ ჩვენი დამოკიდებულებისა და აღქმების შედარებას იმასთან, რაც ხდება ახლა საქართველოში,“ - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე