ირაკლი ნადირაძე - ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მათი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის ადამიანები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მისი თქმით, ყველა მსგავსი მცდელობა ოპოზიციას აძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტად ებრძოლონ ავტოკრატიულ რეჟიმს.

„მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ირაკლი ეძგვერაძესთან მობილიზებული იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში და ეცვათ სამოქალაქო ფორმა. როგორც მითხრეს, ადგილზე იყო დაპირისპირება. როდესაც უკვე მივედი, ირაკლი ეძგვერაძეს მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ვთხოვე განემარტათ, რატომ აკავებდნენ, პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, დააკავეს, დაგვაკავეს ჩვენ და როგორც ჩანს, 48 საათში სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც ან ფინანსური ჯარიმა იქნება ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს. ჩვენ გვინდა, რომ ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე. ვხვდებით ადამიანებს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან არ მოსწონს, რომ ვლაპარაკობთ ადამიანების პრობლემებზე, ამიტომ სამწუხაროდ, მიზანი არის ერთადერთი, რომ როგორღაც ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთადერთი რამ სურს - „მშვიდობიანად ჩაატარონ 26 ოქტომბრის არჩევნები, არჩევნებში კი, „ქართული ოცნება“ მარცხდება“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, - განაცხადეს უწყებაში.

მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის