ნინო ლაცაბიძე - 2025 წელი რუსთავის მერიისთვის განსაკუთრებული იქნება და ძირითადი ყურადღება, სწორედ მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას დაეთმობა

რუსთავში, მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში შექმნილი მუნიციპალური სერვისების ცენტრის გახსნიდან, ერთი წელი გავიდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველოში პირველ მუნიციპალურ სერვისების ცენტრში, ერთწლიანი ფუნქციონირების შედეგები, პრეზენტაციის წარდგენით შეაჯამეს.

მათივე ცნობით, ცენტრში გამართულ ღონისძიებას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრის ერთი წლის ანგარიში მოვისმინეთ დღეს და შევაჯამეთ რეფორმა, რომელიც გუნდმა ერთი წლის წინ დავიწყეთ. ცენტრს, მთელი წლის განმავლობაში 80 ათასი ვიზიტორი ჰყავდა. ჩვენ რეფორმაზე მუშაობას ვაგრძელებთ. 2025 წელი რუსთავის მერიისთვის განსაკუთრებული იქნება და ძირითადი ყურადღება, სწორედ მოქალაქეების ინტერესებზე მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას დაეთმობა. ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმის საბოლოო მიზანი არის ის, რომ მოქალაქეებმა სახლიდან გაუსვლელად დისტანციურად შეძლონ ყველა მუნიციპალური სერვისით სარგებლობა“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი, მოქალაქეებისთვის გამარტივებული და თანამედროვე სერვისების მიწოდება იყო. რეფორმის შედეგად შემუშავებული მომსახურების თანამედროვე სისტემით, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე, რუსთავში 80 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ისეთი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შექმნა წარმოადგეს, რომელიც მოქალაქეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომობაზე იქნება ორიენტირებული. რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრი, სწორედ მუნიციპალური სამსახურების რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა, შეიქმნა სრულიად ახალი ფრონტოფისი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 80 ათას მოქალაქეს გაუწია მომსახურება, რაც რუსთავში მაცხოვრებელი სრულწლოვანი მოქალაქეების ყოველ მეორეს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

„ცენტრის ოფისში, რუსთაველები ყველა მუნიციპალურ სერვისს, ერთ სივრცეში იღებენ, აქვე ხვდებიან მერიის სამსახურების წარმომადგენლებს. ერთიან სისტემაშია ინტეგრირებული მერიის ცხელი ხაზის, ელექტრონული ფოსტის და კანცელარიის გზით შემოსული ინფორმაცია. მოქალაქეებს უნივერსალური კონსულტანტები ემსახურებიან, აქვე ხდება მოქალაქეთა ჩაწერა სხვადასხვა თემატურ შეხვედრაზე დასასწრებად.

მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მესამე წელია რაც მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის პარალელურად, თანამედროვე სისტემაზეა გადასული თითქმის ყველა მუნიციპალური სამსახური. რეფორმა გატარდა მუნიციპალური ტრანსპორტის, დასუფთავების, გამწვანების, არქიტექტურის, სოციალური მომსახურების, მუნიციპალური ინსპექციის, კულტურის, სპორტის, განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით.

მუნიციპალურ სამსახურებში მიმდინარე რეფორმების სისტემატიზაციის მიზნით, შექმნილია ახალი სამსახური- მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში