ბელარუსის თავდაცვის უწყება ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების განადგურებას ადასტურებს

საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტი 5 სექტემბრის ღამეს დაფიქსირდა, - ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა სერგეი ფროლოვმა განაცხადა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული ვიდეო მიუთითებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. ამასთან, ფროლოვს დრონების წარმოშობასა და მათ შესაძლო სამიზნეებზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, მანამდე რამდენიმე უკრაინულმა და ბელარუსულმა „ტელეგრამ“ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს, რომლებიც, მათი ვარაუდით, რუსეთის მიერ უკრაინისკენ გაშვებული Shahed-ის დრონები იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის