შალვა პაპუაშვილი - რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით - დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება

ყოველ ჯერზე ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით - დავით კეზერაშვილზე ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ქოლ-ცენტრების საქმესა და ამ საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ადამიანი, რომელმაც „ქართული ჯარი გაძარცვა და საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს“, ამ ყველაფერს ევროკავშირის ტერიტორიიდან აკეთებს.

„საქართველოში მსჯავრდებული დავით კეზერაშვილი, რომელსაც 6 წელი აქვს საქართველოში მოსახდელი, 5 მლნ ევროს მოპარვისთვის ევროკავშირს აფარებს თავს. ამიტომ, ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება. შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, რატომ აფარებს თავს კრიმინალი, რატომ გადაადგილდება თავისუფლად ევროკავშირში; რა კავშირი აქვს ამას ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან, ან სხვა რაიმე პრინციპთან, რომელზეც ასე მაღალი ტრიბუნიდან გვესაუბრებიან ხოლმე? ეს არის კითხვები, რომელიც მიემართება ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს - რატომ უქმნის ასეთ თავისუფლებას კრიმინალს, რომელიც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პენსიონერებს ძარცვავს? ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქართულ მართლმსაჯულებასაა გაქცეული ეს ადამიანი? ყოველ ჯერზე ვაკვირდებით, რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსისგან გვესმის შენიშვნები ქართულ მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც ქართული ჯარი გაძარცვა და საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, ამ ყველაფერს ევროკავშირის ტერიტორიიდან აკეთებს. როდისმე ხომ უნდა დაესვას ამ ყველაფერს წერტილი? ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა? დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვა ევროკავშირს მიემართება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა