შალვა პაპუაშვილი წყალტუბოში მომხდარ შემთხვევაზე - ეს არის უცხო სხეული, რომელიც რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან საზოგადოებაში დამკვიდრდა - ეს არის წაყრუების შედეგი, რასაც დონორები აკეთებდნენ, როცა ამ რადიკალებს იხუტებდნენ

საერთო ჯამში, ეს არის უცხო სხეული, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, არაერთხელ ჰქონდა დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს ყურადღება მიაქციონ, რომლებიც პაპუაშვილის თქმით, ჩართულები არიან ძალადობაში, „ბულინგში“ და სიძულვილის ენის გავრცელებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტნიორების მხრიდან არის ჩუმი თავდახრა ან დათანხმება რაღაც საკითხებზე, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის ნული იყო.

„ეს არ არის ქართული კულტურის, ქართული საზოგადოების ნაწილი, ეს არის უცხო სხეული. ჩვენ ხანდახან რომ ვაკვირდებით სხვა ქვეყნების დებატების კულტურას, იქ ვატყობთ ხოლმე, რამდენად მკაცრი, ხისტი ან უხეში შეიძლება იყოს კამათის კულტურა. ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი და სწორედ ამიტომ არის პრობლემა. მე არაერთხელ მქონდა ამის თაობაზე დონორებთან საუბარი, რომ მათ მიერ დაფინანსებულ NGO-ებს ყურადღება მიაქციონ, რომლებიც ჩართულები არიან ძალადობაში, „ბულინგში“, სიძულვილის ენის გავრცელებაში, მათთვის მაგალითებიც არაერთხელ მომიყვანია. არის ჩუმი თავდახრა ან დათანხმება რაღაც საკითხებზე, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის ნული იყო. მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელს ესროლეს და ამის რომანტიზებას ახდენდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სირცხვილია“. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა ყოს, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტი იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე და იმაზე, რომ პოლიციისთვის ცეცხლის წაკიდება ნორმალური არის. რომელიმე ევროპული ქვეყანა იმას დაუშვებდა, რომ მათ ქვეყანაში საქართველომ ან სხვა ქვეყანამ აფინანსოს ასეთი კამპანიები, რომელიც იტყვის, რომ გერმანელ, ბელგიელ, ფრანგ პოლიციელს შეგიძლია ესროლო „მოლოტოვის კოქტეილი“ და ცეცხლი წაუკიდო?! სამწუხაროდ, რეაქცია ყოველ ჯერზე ნული იყო. პირიქით, წყენა, რომ თითქოს შენიშვნა კეთდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ეს არის ზუსტად ამ წაყრუების შედეგი, რასაც დონორები აკეთებდნენ“.

„ამ რადიკალებს რომ იხუტებდნენ, ამ ჩახუტებამ ზუსტად ეს შედეგები მოიტანა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ