ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიორგი ნოზაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია, რადგან ის მძღოლი იყო

ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, გიორგი ნოზაძის ადვოკატის, ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კომპანიის საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია, რადგან ის მძღოლი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დათუკიშვილი აღნიშნავს, ნოზაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„მისი პოზიციის თანახმად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ კომპანიის საქმიანობა რაიმე დანაშაულთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული, თუ ასეთი არსებობდა. ჩემი კლიენტი ამ კომპანიაში ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობდა, კომპანიის ერთგვარი მომმარაგებელი იყო, ავტომობილზე მძღოლად მუშაობდა, კომპანიას სხვადასხვა სახის ნივთებს, საგნებს, ქაღალდებს, საწერ კალმებს აწვდიდა, არანაირი შემხებლობა არ ჰქონია არც საქმიანობასთან, არც კლიენტების მოძიებაში, არც ფულის ჩარიცხვასა და განკარგვასთან. ამიტომ მისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ამ ბრალდებით დაკავება“, - განაცხადა დათუკიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა