ირაკლი ქარსელაძე - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის ახალი საბავშვო ბაღი აქვს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას და სტანდარტს - შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური საინჟინრო და ტექნიკური ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სივრცეები: საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სივრცეები შემოქმედებითი წრეებისთვის, კვების ბლოკი. ბაღი სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ღრმაღელეში ახლად აშენებული ბაღის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა, პროექტის ღირებულება 1,2 მილიონი ლარია. პროექტი 2023 წლის ივნისში დაიწყო და 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.

უწყების ცნობით, ახალ საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტით გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. პროექტის განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.

„მნიშვნელოვანია რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე 10 ბაღის მშენებლობის პროექტი განხორციელდა, ზოგიერთი მათგანი მიმდინარეა. ამჟამად კიდევ 4 ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება. უმნიშვნელოვანესია ,,ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამჟამად, პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ინფორმაციით, ღრმაღელის ბაღის მშენებლობა განხორციელდა „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და კეთილმოწყობას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა