ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან ვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან ვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.