,,გორმედის" სამედიცინო ცენტრში ონკოქირურგიული განყოფილება გაიხსნა

გორმედის” სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას ონკოლოგიური მიმართულებით ბევრ სიახლეს სთავაზობს.

ონკოლოგიური სერვისები მოიცავს როგორც დაავადების პრევენციას, ისე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დაავადების პრევენციის მიზნით კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგ პროგრამები - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი.

„მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის ფუნქციონირებს ახალი თაობის ციფრული მამოგრაფის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტი დიაგნოზი დაისვას დაავადების ადრეულ ეტაპზე.

კლინიკაში ონკოქირურგიული დეპარტამენტი გაიხსნა, რომელიც უკვე წარმატებით ატარებს სხვადასხვა სირთულის ოპერაციებს. შეიქმნა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ონკობორდი, რომელიც თითოეული პაციენტისთვის პერსონალიზირებულ მკურნალობის გეგმას ადგენს. „გორმედის“ სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს პალიატიურ მზრუნველობასაც.

შიდა ქართლის მასშტაბით, პირველად, „გორმედში“ ონკოჰემატოლოგიური განყოფილება გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ადგილზე მიიღონ სისხლის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ