ბადრი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე - ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, ჩვენი მეგობრების მიმართ, კიდევ ერთი დემარშია

ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ბუნდესტაგის წევრების საქართველოში ვიზიტს.

მისი შეფასებით, ბუნდესტაგის წევრები საქართველოში იმ პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აქვს.

„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ ერთი დემარშია, ჩვენი მეგობრების მიმართ. ხელისუფლების მხრიდან ასეთი დემარშები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. ბუნდესტაგის მრავალპარტიული პარტია იმისათვის ჩამოვიდა, რომ ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეიქმნა და ამის პასუხად პაპუაშვილი და მისნაირები მათ არ ხვდებიან. კვლავ ვისმენთ პაპუაშვილის მხრიდან აბსურდულ განცხადებებს, რომელიც აბსურდულობის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. მისი განცხადებები უსაფუძვლო და დამაზიანებელია”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს