გრიგოლ გეგელია - 26 ოქტომბერს ჩვენ დავასრულებთ ანტიქართულ ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთის დავალებით ქართველ ხალხს უღალატა

დღეს ჩვენ ვართ ქალაქში, რომელმაც საუკეთესოდ იცის ომის უბედურებაც, მშვიდობის ფასიც და აქედან ვაცხადებთ, რომ რეალური მშვიდობა ვართ ჩვენ, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ გორში განაცხადა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს კორუფციისა და ნეპოტიზმის მოსასპობად.

როგორც გეგელიამ განმარტა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კორუფციის ალაგმვა იქნება ის გზა, რომლითაც ისინი დააწესებენ პენსიას - 1000 ლარს.

„მანამ, სანამ რუსეთის მსახური ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ანადგურებს ქართულ სახელმწიფოს, ემალება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დელეგაციებს, საქართველოს აკარგვინებს მნიშვნელოვან სამხედრო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებას, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას „ძლიერი საქართველოს“ შესაქმნელად.

დღეს „ძლიერი საქართველოს“ ეროვნული კამპანია უკვე ხელმეორედ დაუბრუნდა გორს. ქალაქს, რომელმაც საუკეთესოდ იცის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის, მაღალი უმუშევრობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის ძალიან მძიმე ფასი. დღეს ამ ქალაქში ათასობით უმუშევარი ადამიანია, რადგან კორუფციისა და ნეპოტიზმის ტალახში ჩაფლულმა ადგილობრივმა ფეოდალებმა ადამიანების კეთილდღეობას საკუთარი ჯიბე ამჯობინეს. ამ ქალაქს ჰყავს უამრავი ემიგრანტი, რომელიც რუსეთის ინტერესების მსახურმა ხელისუფლებამ გახიზნა უცხო მიწებზე სამუშაოდ, პურის ფულის საშოვნელად. ხელისუფლებამ, რომელმაც რუსეთის დავალებით უღალატა ადამიანებს და თითოეულ ქართველს, მომავლის ხედვის ნაცვლად წინასაარჩევნოდაც დიქტატურა დაგვიანონსა. პასუხად დღეს ჩვენ ამ ქალაქიდან ვამბობთ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავასრულებთ ანტიქართულ ხელისუფლებას, რომელმაც რუსეთის დავალებით ქართველ ხალხს უღალატა. „ძლიერი საქართველო“ შექმნის 200 ათას ღირსეულ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რაც პირდაპირ აისახება შიდა ქართლის ეკონომიკურ ზრდაზე. ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონს ექნება ახალი ეკონომიკური ფუნქცია ახალი დროის ძლიერ საქართველოში, რაც პირდაპირ ბმაში იქნება ინოვაციური ტექნოლოგიების დაგეგმვასა და ახალი სტაბილური ბაზების ათვისებასთან. ჩვენი მიზანია, შიდა ქართლის თითოეული მკვიდრი გახდეს ეკონომიკური ზრდის თანამონაწილე და მოსარგებლე.

დღეს ჩვენ ამ ქალაქიდან ვამბობთ, რომ თითოეული გორელი, ხაშურელი, კასპელი და ქარელელ ახალგაზრდას პირველი გარანტირებული სამსახური ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლებათ, საკუთარ რეგიონში საკუთარი სახელმწიფოსთვის შექმნან სიმდიდრე. აქ განვითარდნენ და არ მოუხდეთ უცხო ქვეყნებში წასვლა და სხვა ქვეყნების ეკონომიკურ დოვლათთან მუშაობა.

ამასთანავე, „ძლიერი საქართველო“ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს კორუფციისა და ნეპოტიზმის მოსასპობად, რაც ასე კარგად არის ყველასთვის ცნობილი ამ ქალაქსა და რეგიონში. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კორუფციის ალაგმვა იქნება ის გზა, რომლითაც ჩვენ შევქმნით 1000 ლარ პენსიას შიდა ქართლის რეგიონში და რასაკვირველია, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღეს ჩვენ ვართ ქალაქში, რომელმაც საუკეთესოდ იცის ომის უბედურებაც და მშვიდობის ფასიც და აქედან ვაცხადებთ, რომ რეალური მშვიდობა ვართ ჩვენ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ