პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, პრემიერი განმარტავს, რომ შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენილები იქნებიან ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები.

„აქ მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში. ისინი წარდგენილები იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმ პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილები შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს