ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ ხელში ევროინტეგრაციის გზის გავლა შეუძლებელია

ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს უკეთებს, არის ის, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და შესაბამისად, ყველაზე ძლიერი ქვეყნებისგან ისჯის თავს - მის ხელში ევროინტეგრაციის გზის გავლა შეუძლებელია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ის უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაა.

„ქართველმა ხალხმა თვეების განმავლობაში ერთ უმნიშვნელოვანეს რამეს მიაღწია - მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არის გუნდი, რომელიც „რუსულ კანონებს“ იღებს და ბევრ ცუდ რამეს აკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად ამბობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. იქნება ეს გერმანია, ევროკავშირი, მისი ცალკეული ქვეყნები, ამერიკა, სენატი თუ კონგრესი. მათ კონკრეტულად თქვეს, რომ ღიაა ევროპის კარი და არჩევნების შემდეგ სწრაფად, მეორე დღესვე დავიწყებთ ამ მიმართულებით სიარულს. მათ თქვეს, რომ საქართველოს აქვს ახალი გარღვევის, ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ასვლის სრული მხარდაჭერა. მთელი მსოფლიო მიუხედავად ყველაფრისა, მსჯელობს, გეგმავს და კონკრეტულ შეთავაზებებს სთავაზობს ქართველ ხალხს. ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ამ გზის გავლა შეუძლებელია, ეს ნათელია. ამიტომ, ამ თემაზე კომუნიკაციაც არ ღირს. ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს უკეთებს არის ის, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და შესაბამისად, ყველაზე ძლიერი ქვეყნებისგან ისჯის თავს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება