ბექა ლილუაშვილი - „ოცნება“ კორუფციას აკანონებს - ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა - ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა.

„ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული.

2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება.

ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ.

„ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე - „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა!

ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე