მიხეილ სარჯველაძე - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესანიშნავია, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესანიშნავი ინიციატივაა, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მთავრობის მიერ საგრანტო პროგრამის დაფუძნების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას, მისი, როგორც მოქალაქის მხარდაჭერა აქვს.

„ოპოზიციის ასეთი დონის შეხედულებების გათვალისწინებით, ალბათ, უმჯობესია დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შესანიშნავი ინიციატივაა, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, რომ ჯანსაღად, სწორად და სერიოზულად განავითაროს მესამე სექტორი საქართველოში. რეალურად, რასაც არასამთავრობო სექტორი ჰქვია, სწორედ ამ გზით და ამ მეთოდით, ამ მექანიზმის გამოყენებით იქნება ყველაზე კარგად შესაძლებელი. ამიტომ რა საკვირველია, პირადად ჩემგან, როგორც მოქალაქისგან, სხვას რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი და ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ამ თვალსაზრისით. უამრავი საკითხის მოწესრიგება სწორი კომუნიკაციის ფორმით იქნება შესაძლებელი, რისი გარანტიც, პრაქტიკულად, იქნება ახალი ინიციატივა და მექანიზმი, რომელიც ამ ახალი ინიციატივის შედეგად ჩამოყალიბდება. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ულტიმატუმი იქნა წამოყენებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით, აქ უბრალოდ ლოგიკა იკარგება. რეალურად მათ თვითონ არ იციან, ამ კონკრეტული ინიციატივის მოწონების საპირწონედ, რატომ უნდა იქნას დასმული საკითხი, რომელიმე კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით მით უმეტეს, რომ ვერსად და ვერც ერთ ეტაპზე რეალურად ვერ შეძლო ოპოზიციამ აეხსნა ქართული საზოგადოებისთვის, რატომ არის მიუღებელი გამჭვირვალობა და სამართლიანობა იმ სფეროში, რასაც ჰქვია სამოქალაქო სექტორი.

მე მგონია ბევრი რამ ითქვა, მათ შორის, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ეს იდეა წარადგინა, იმ წუთსვე იქნა ისეთი ატრიბუტი გაცხადებული, საიდან გამომდინარეც ყველასთვის ნათელია, რომ ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად მიუკერძოებელი, სუფთა წარმატებასა და განვითარებაზე ორიენტირებული დაფინანსებაც, თანამშრომლობაც და მუშაობა. ამ პრაქტიკას მიმართავს არაერთი ევროპული ძალიან მაღალგანვითარებული სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ მესამე სექტორის ჩართულობითა და გამოყენებით, რეალურად წარმატებული გამოცდილება შეიქმნას”, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში