თინა ბოკუჩავა არასამთავრობოებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე - ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, - ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.

ბოკუჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს.

ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია და ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობენ სწორედ ასეთი „არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციები“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია