„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

„ყურადღებით დავაკვირდებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის განადგურებას პარტია "ახალის" წევრები აორგანიზებენ და ახორციელებენ. მოვითხოვთ, რომ მკაცრო რეაგირება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან", - განმარტავენ მმართველ პარტიაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს