შალვა პაპუაშვილი - ტერმინი გაჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე გვესმის, არაფერი გაჩერებული არ არის - ვმუშაობთ ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებული გვაქვს

ტერმინი გაჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე გვესმის, არაფერი გაჩერებული არ არის. ჩვენ და საქართველოს პარლამენტი მუშაობს ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, ასოცირების შეთანხმების ნახევარი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს. ეს არის ჩვენი მიდგომა და სტრატეგია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, 2017 წლეს როდესაც ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა დაპირება კანდიდატობასთან და წევრობასთან დაკავშირებით, „ჰორიზონტზეც“ არ იყო.

„2014 წელს, როდესაც ხელი ასოცირების შეთანხმებას მოეწერა, 2017 კი ძალაში შევიდა, იმის შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი გაჩერებული იყო, ჩვენ მივდიოდით წინ და წინ თორემ არანაირი დაპირება კანდიდატობასა და წევრობაზე არც კი იყო ჰორიზონტზე, უფრო სწორად დაპირებები იყო, მაგრამ თეორიული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვმუშაობდით და აღმოჩნდა, რომ ბევრ ასპექტში დღეს მოწინავე ვართ კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყოველ შემთხვევაში, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. ევროკავშირში სხვადასხვა ტურბულენტობები ხდება ხან რაღაც ჩქარდება, ხან რაღაც ნელდება, 27 ქვეყანაა - სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებია, მათ შორის, ზოგიერთს სპეციფიკური ინტერესები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებებზე ესეც ზემოქმედებს.

გაჩერება როგორ არის, როდესაც წლის ბოლოს ასოცირების შეფასება უნდა გამოქვეყნდეს? - თუ ქვეყნდება რა არის გაჩერებული? საქართველოს პროგრესი უნდა შეფასდეს, თუკი რაიმე საკრიტიკო იქნება არ მოგვერიდებიან და იმასაც გვეტყვიან, სადაც მათი გადმოსახედიდან შესაქები იქნება, ამასაც გვეტყვიან - პროცესი ჩვეულებრივად მიდის.

როგორც 2022 წლის ივნისში საქართველო უსამართლოდ და უმიზეზოდ დაჩაგრეს და კანდიდატის სტატუსი არ მიცეს რა ახსნა ჰქონდა? ახლაც ზოგიერთ პოლიტიკურ განცხადებას შეჩერებასთან დაკავშირებით ახსნა არ აქვს. ინსტიტუციურად არაფერი გაჩერებული არ არის, ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო