„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე, სპიკერი არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის წევრებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ლიდერებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ წევრებმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს.

ოზურგეთის თეატრში გამართულ შეხვედრას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოზურგეთში დავით დარჩია, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და „ქართული ოცნების“ გურიის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი ნათია გოლიაძე ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა თანამოქალაქეებთან ოზურგეთში. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება - მშვიდობის შენარჩუნება, უსაფრთხოების და სუვერენიტეტის განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის გარანტორიც არის „ქართული ოცნება“, ასევე, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც აქ საზოგადოებას აინტერესებს. მათი მხარდაჭერა არის ძალა და შესაძლებლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოების განმტკიცება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გურიის დელეგატმა, ვასილ ჩიგოგიძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გყავთ წარმომადგენელი დელეგატის სახით, რომელიც აქტიურად იზრუნებს რეგიონის უფრო მეტი წარმატებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ლიდერებს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და მხარდამჭერებს, რომლებთან ერთადაც მუნიციპალიტეტებში არაერთი გამარჯვება ვიზეიმეთ. მჯერა, 26 ოქტომბერს გურია მშვიდობას და სწრაფ განვითარებას დაუჭერს მხარს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“, - მიმართა გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ საზოგადოებას.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო