სერგო ჩიხლაძე - „ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა - „ქართული ოცნება“ უკეთესს შემთხვევაში ალბათ, 40-მდე დეპუტატს გაიყვანს

[საარჩევნო სიაში] ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე.

ჩიხლაძის თქმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, “ოცნება” პარლამენტში მაქსიმუმ 40 დეპუტატამდე შეიყვანს.

„ოცნება“ ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა. ეშინია მას და იმუნიტეტი სურს, პირველი - ბიძინა ივანიშვილს სურს გარკვეული იმუნიტეტის მოპოვება შემდგომი დეპუტატობით, მეორე- თვითონვე აქვს ნათქვამი, მეორედ მობრუნება არ უნდა დამჭირდეს, ესე იგი არასწორად გამიკეთებია რაღაცო. მეორედ, მესამეჯერ რომ მობრუნდები საპატიო თავმჯდომარედ, ესე იგი არასწორია შენი პოლიტიკა. აგებს „ოცნება“ ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს სიაში მისი პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს, ამაზე მეტყველებს მისი პირველ ნომრად ყოფნა და “ქართული ოცნება” უკეთესს შემთხვევაში ალბათ გაიყვანს 40-მდე დეპუტატს. “ქართული ოცნება” იქნება ოპოზიციაში, ხოლო ივანიშვილი შეასრულებს მამუკა მდინარაძის როლს პარლამენტში და იქნება უმცირესობის ლიდერი, ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას.” - განაცხადა ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება