გია ხუხაშვილი - ივანიშვილმა ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული - სია კატასტროფულად სუსტია, ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ

[ბიძინა ივანიშვილმა] ღმერთსაც კი „გადაუჯოკრა“, მესამედ მოვიდა, ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, - ასე შეაფასა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ სიის ოცეული.

როგორც მან აღნიშნა, სია "კატასტროფულად სუსტია" და მმართველი გუნდი „ორი კინკილა სპორტსმენის იმედზეა“.

ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელებას აქვს რაციონალური და ირაციონალური ახსნა. რაციონალური ახსნა ისაა, რომ მას არ აქვს რეალურად არჩევნებში გამარჯვების იმედი. შესაბამისად, მას შეიძლება მოუწიოს ვინმესთან კოალიციის შექმნა და აქედან გამომდინარე, ამ მოლაპარაკებებში მისთვის მნიშვნელოვანია მოქმედებების სრული დიაპაზონი ჰქონდეს. მას შეიძლება მოუწიოს ორი ირაკლის ჩარეცხვა და ეს იყოს ერთ-ერთი პირობა პოსტსაარჩევნოდ კოალიციის შექმნის. პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობაში მას ხელ-ფეხი გახსნილი უნდა ჰქონდეს. მას უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების კომფორტი. პირველ ნომრად სხვა თუ დასახელდებოდა, ბუნებრივია, მანევრს მოუკლავდა, იმიტომ რომ ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელიც მოლაპარაკებებს ან კობახიძესთან ან ღარიბაშვილთან გამართავდა. ეს არის რაციონალური ახსნა. გარდა ამისა, მას ესმის, რომ სჭირდება პოლიტიკური იმუნიტეტი და გარკვეულწილად საკუთარი როლის სრულ ლეგალიზაციას ახდენს, იმიტომ, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გარკვეული შფოთვები აქვს. ეს ირაციონალური ახსნაა, რომელიც ასევე სევდიანი ისტორიაცაა, მესამედ მოსვლის ისტორია. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთსაც კი "გადაუჯოკრა", მესამედ მოვიდა. ეს იძულებითი ნაბიჯია, ეს არ არის მისთვის კომფორტული ქმედება. მე ვფიქრობ, რომ მას პრეტენზია იმუნიტეტის შესაძენად, სამომავლოდ უფრო პრეზიდენტობაზე ექნება. პრეზიდენტის სტატუსი და მისი კონსტიტუციური ფორმატი მისთვის კომფორტულია - გაძლევს იმუნიტეტს და სულაც არ არის ვალდებული კაბინეტში იჯდეს და 24 საათი იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული.

რაც შეეხება სიას, სია კატასტროფულად სუსტია. გასაგებია, რომ მას სჭირდება ღილაკზე თითის დამჭერები. პოლიტიკური ნება არავის რომ არ გააჩნია, მარტივად იკითხება. პრობლემა ისაა, რომ ცნობად სახეებს მაინც არჩევდნენ სხვადასხვა სფეროდან, როგორც ჩანს, ძალიან დაკნინდა ამ მხრივ, არავინ დაეთანხმა და ორი კინკილა სპორტსმენის იმედზე დარჩნენ. შესაბამისად, სია ძალიან სუსტია. გარდა ამისა, რატომ 20-კაციანი სია, მათ ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე აქვთ პრეტენზია?! რატომ არაა 50-კაციანი? ეს მეტყველებს, რომ მაინცდამაინც დიდი იმედი იმის, რომ გრძელი სიით შევლენ პარლამენტში თვითონაც არ აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო სიის პირველი ოცეული დაასახელა. სიის პირველი ნომერი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამასთან, სიაში არიან მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ